ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ივანე არდემანაშვილი აირჩიეს. როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, 32 დეპუტატიდან მას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა. არდემანაშვილმა თავისი მოადგილის კანდიდატურა წარადგინა, მან ჯუმბერ შუბითიძე დაასახელა. დეპუტატები გადაწყვეტილებას იღებდნენ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონმა დარეკა და სავარაუდოდ, დასახელებული კანდიდატის შეცვლა მოსთხოვა. არდემანაშვილი ჩვენთვის უცნობ პიროვნებას უებნეოდა, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და მოადგილის კანდიდატურაზე სხვა პიროვნებას არ წარადგენდა.
„შევეწირო, გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლი, თუ ასე იქნბება საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტიდან გადავდგები. ჩმეთვის საკრებულოს თავმჯდომარეობა დიდი არაფერია“, - განაცხადა ტელოფონზე საუბრისას არდემანაშვილმა.
მისმა საუბარმა უცნობ პიროვნებასთან საკრებულოს დეპუტატები გააღიზიანა და სხდომაზე ხმაური დაიწყო. დეპუტატებმა აღნიშნული სატელეფოჯნო საუბარი საკრებულოს თავმჯდომარეზე ზეწოლად შეაფასეს. ამის მიუხედავად, დეპუტატებმა არდემანაშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა აირჩიეს.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე, თუ ვინ დაურეკა საკრებლოს თავმჯდომარეს, არდემანაშვილმა განაცხადა: „არ ვიცი“.
ჩვენი ინფორმაციით, პიროვნება, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეს დაურეკა, სთხოვა მის მოადგილედ, გამგებლის ყოფილი მოადგილე, ნათია გოჩაშვილი დაესახელებინა, რომელიც ამჟამად საკრებულოს დეპუტატია. თუმცა არდემანაშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ქარელის საკრებულოს სხდომა 10- საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი
მასალის გამოყენების პირობები






