საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რამდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიაზე სამ ტონამდე თხევადი ჰეროინის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება:
„დღეს მთავრობის სხდომაც ამ თემით დაიწყო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრს ამ მართლაც ძალიან დიდი წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. რამდენადაც ვიცი, ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი არსად აღმოჩენილა, ყოველ შემთხვევაში ჩვენს რეგიონში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა, კონკრეტულად დეტალებზე კი, თუ რა, როგორ გახდა ცნობილი და როგორ მოხდა აღმოჩენა, არ გაგიკვირდებათ, რომ ვერაფერს გეტყვით. ალბათ, არც ის გაგიკვირდებათ, რომ მეც არ ვიცი ყველა დეტალი. ასეთი აღმოჩენები მხოლოდ ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგადაა შესაძლებელი, რომლის დეტალები საჯაროობას არ ექვემდებარება“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






