უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს გერმანიის კანცლერმა და ვლადიმერ პუტინმა რიო დეჟანეიროში. მათ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასა და საკონტაქტო ჯგუფის შექმნის თაობაზე გაამახვილეს ყურადღება.
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, უკრაინის ტერიტორიიდან როსტოვის რეგიონში ნასროლ ჭურვებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, უკრაინული მხარე უარყოფს იერიშში საკუთარი სამხედორების მონაწილეობას და აცხადებს, რომ მის უკან სეპარატისტები დგანან.
კიევის ბრალდებას კი სეპარატისტები უარყოფენ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთის ტერიტორიაზე უკარინის საზღვრიდან ცეცხლი გახსნეს. თუმცა, რუსული მხარე მსხვერპლის შესახებ პირველად საუბრობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ვითარების ესკალაციის საფრთხეს ქმნის. კიევისთვის ოფიციალური ნოტის გაგზავნამდე კი სამინისტრო ფაქტებს გადაამოწმებს.
მასალის გამოყენების პირობები






