,,მადლობა ყველაფრისთვის, ედუარდ...“ ჰანს დიტრიხ გენშერი
პოლიტიკა - 15:32, 13 Jul, 2014     2283
გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა და გერმანელი ხალხისა და მთავრობის სახლით მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა ჰანს დიტრიხ გენშერმა.

"ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ედუარდ შევარდნაძეს – ქართველ პატრიოტს, რომელსაც თავისი სამშობლო ყველაზე მეტად უყვარდა. ვემშვიდობებით ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვთან ერთად, არა მარტო მისი იმჟამინდელი სამყარო, არამედ ახლებური აზროვნებითა და ნდობაზე დაფუძნებული ქმედებებით, მთელი მსოფლიო შეცვალა. შეცვალა უკეთესობისკენ.

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ქალბატონმა მერკელმა მე პირადად დამავალა, რომ გერმანიის მთავრობისა და მისი სახელით გვირგვინი მომეტანა დღეს აქ. ეს იმ მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა, რომელსაც მთელი ჩვენი ერი ედუარდ შევარდნაძის მიმართ გრძნობს. ჩვენ ქედს ვიხრით დიდი ევროპელის წინაშე, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებასა და ევროპისა და გემანიის გაერთიანების საქმეში.

ძვირფასო მეგობარო ედუარდ, ბარბარა და მე აქ ჩამოვედით, რათა მადლობა გადაგიხადოთ მოლაპარაკებების დროს პასუხისმგებლობით აღსავსე პატრნიორს, რომელიც მეგობრად იქეცი. მადლობა იმისთვის, რაც შენ ევროპისთვის გააკეთე. მადლობა იმისთვის, რაც შენ ჩვენი ხალხისთვის გააკეთე. მადლობა შენი ადამიანობისთვის, გულღიაობისა და მეგობრობისთვის. ედუარდ, შენი გულისცემა, რომელსაც მე ვგრძნობდი, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქ ჰალეში ერთმანეთს რომ გადავეხვიეთ, ახლა გაჩერებულია, მაგრამ ჩვენ გონებასა და გულებში შენ გააგრძელებ ცხოვრებას. შენ აჩვენე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა. ამან ჩვენ ხალხს მოუტანა ერთიანობა და თავისუფლება, ამან ევროპას გაუხსნა გზა ახალი მომავლისკენ, ამან შენს ხალხს, ქართველ ხალხს მისცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბედი თვითონ განეკარგა. შენ მიეკუთვნები ახალ, თანამედროვეობაზე დაფუძნებული, მშვიდობიანი მსოფლიოს არქიტექტორთა რიცხვს. ყველას, ვინც დღეს იგივეს ცდილობს, შეუძლია შეხედოს შენს შემოქმედებას, შენს ღვაწლს, ძალასა და ადამიანობას. შენ აჩვენე მაგალითი თუ რისი მიღწევა შეიძლება. ეს იყო რთული, გრძელი გზა, რომელიც შენ განვლე და რომელმაც ევროპას ახალი მომავალი მისცა. ამისთვის მადლობას გიხდი და მადლობას გიხდი შენი მეგობრობისთვის. ჩვენს მოგონებებში დარჩები როგორც დიდი ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე, როგორც ახალი მსოფლიო წყობის თანაარქიტექტორი. როგორც ქართველი პატრიოტი და როგორც მეგობარი, რომელმაც ახალი აზროვნებითა და ადამიანობით ჩვენი ნდობა და პატივისცემა მოიპოვა. მადლობა ყველაფრისთვის ედუარდ – ჩვენ შენ არასდროს დაგივიწყებთ", – განაცხადა გენშერმა გამოსათხოვარ სიტყვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42