საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტს დღეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გევრდით დაკრძალავენ.
სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი სამების ტაძარში 13.00 საათიდან დაიწყება. ცერემონიას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, უცხოელი სტუმრები და ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. დაშვებულია სახელმწიფო დროშები და იმყოფება საპატიო ყარაული.
საქართველოს ექსპრეზიდენტს დილით აუგეს წესი მეუფე თეოდორემ და მეუფე გერასიმემ. დილიდან დაიწეს სამებაში მისვლა მოქალქეებმა, ედუარდ შევარდნაძის დროინდელმა თანამდებობის პირებმა და პოლიტიკოსებმა.
სამების ტაძარში ასევე იგეგმება სიტყვით გამოსვლები. სამებაში ელოდებიან საქრთველოს პრემიერ მინისტრს, ასევე უცხოეთის მაღალი რანგის სტუმრებს, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება ჩამოდის გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, სპეცრეისით ჩამოვიდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც აეროპორტში დახვდნენ საქართველოს სააგრეო უწყების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. აქ იმყოფება აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამების ტაძრიდან 14:45 გამოასვენებენ, რის შემდეგაც სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძვრება.
ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში 16:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
საქართელოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






