"კარგად არის ცნობილი, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მთლიანობას, სუვერენიტეტს. ზუსტად ისე, როგორ მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს 1991 წელს, მაშინ როდესაც მე ვმსახურობდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნად", - განაცხადა ჯეიმს ბეიკერმა.
ბეიკერმა 1992 წელს შევარდნაძის მიერ არჩეულ გზაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საქართველომ ეს გზა უდნა შეინარჩუნოს ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის.
"არ მაქვს პრეტენზია იმისა, რომ რჩევა მივცე მთელს სახელმწიფოს და მთელს ერს, მაგრამ გეტყვით ერთ რამეს, თუ საქართველო დარჩება იმ გზაგზე, რომელიც აირჩია ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ 1992 წელს, ანუ შეინარჩუნებს დემოკრატიას, ხელს შეუწყობს თავისუფალ ბაზარს, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება ევროკავშირთან და მის ქვეყნებთან ურთიერთობების გასამტკიცებლად", - განაცხადა ბეიკერმა.
ჯეიმს ბეიკერმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების პროცესზეც ისუბრა. მისი თქმით, დემოკრატიის გზით სვლა საქართველოს დაეხმარება ნატო-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებაში.
"მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გახდა ნამდვილად მოდელი დემოკრატიული განვითარებისა, ამას აფასებს ნატო-ს ბევრი ქვეყანა. ის, რომ საქართველო არის ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ტერორიზმის წინააღმდებ ბრძოლაში, ეს მნიშვნელოვანია და თუ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიის გზით სვლას, ეს დაეხმარება მას ნატო-ს წევრობაზე განაცხადში", - აღნიშნა ბეიკერმა.
მასალის გამოყენების პირობები






