ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძესთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა.
"ეს არის მესამე მოგზაურობა ჩემი საქართველოში. პირველად 1992 წელს ჩამოვედი, მაშინ სახელმწიფო მდივნის რანგში. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი და განსაკუთრებით საქართველოს ახალი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისადმი. მაშინ, როდესაც მე ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ხოლო ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ ცივი ომი სრული მასშტაბით მიმდინარეობდა. ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ძალიან დადებითი და ოფიციალური ხასიათის. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ჩვენი ქვეყნები კონფრონტაციიდან თანამშრომლობაზე გადავიყვანეთ და ამ პროცესში გავხდით არა მხოლოდ უბრალოდ მეგობრები, არამედ ძალიან ახლო მეგობრები. ედუარდ შევარდნაძისადმი მაქვს დიდი პატივისცემა როგორც კოლეგისადმი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისადმი, როგორც მეგობრისადმი. ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო", - განაცხადა ჯეიმს ბეიკერმა.
ედუარდ შევარდნაძეს დღეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები






