„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია იმ გეგმებზე საუბრობს, რომელსაც მას შემდეგ განახორციელებს, რაც მერის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.
ნარმანია ცალკეული სამსახურების სახეცვილებას არ გამორიცხავს. რაც შეეხება მერიაში დაანონსებულ საკადრო ცვლილებას, ნარმანიას განმარტებით, ყველა კვალიფიციური კადრი მუშაობას გააგრძელებს.
"მერიის სისტემა აუცილებლად სისტემურ ოპტიმიზაციას დაექვემდებარება, რაც გულისხმობს ცალკეული სამსახურების დამტებას და სახეცვლილებასაც. რაც შეეხება კადრებს, ხაზს ვუსვამ რომ ყველა პროფესიონალი კადრი გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიდნენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გაფორმებული იყვნენ სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭობში და იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დატვირთული ადამიანები, ასეთი ადამიანების ადგილი თბილისის მერიაში ვერ იქნება, ეს შემიძლია ძალიან მკაცრად ვთქვა', - განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






