„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილის მისთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოცია. როგორც ნარმანიამ ცესკო-ს წინასწარი მონაცემების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირველი მილოცვები საარჩევნო უბნებიდან მიიღო.
„მოლოცვები ძალიან ბევრი იყო, ზოგი სატელეფონო და ზოგი მოკლეტექსტური შეტყობინებით სახით. ჩვენი წარმომადგენლები, ვინც საარჩევნო უბნებზე იყვნენ და იცოდნენ, რომ ვიმარჯვებდით, პირველად სწორედ სწორედ მათ მომილოცეს. ბატონ ბიძინას ჯერჯერობით არ მოულოცია“, - განაცხადა ნარმანიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ 73,51% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ 26,49%.
მასალის გამოყენების პირობები






