ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გამარჯვება არ მიულოცა, რადგან მელია მიიჩნევს, რომ მის გასამარჯვებლად თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავება გახდა საჭირო.
„შედგები გვამცნობს, რომ მე ამ არჩევნებში ვერ მოვიპოვე გამარჯვება. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ვინც მხარი დამიჭირა. მე ნარმანიას ვერ მივულოცავ, რადაგან ყოფილი მერის დაკავება გახდა საჭირო მის გასამარჯვებლად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ ოპონენტს გამარჯვება მიულოცა.
„მე ვერ მივულოცავ..როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებლი კი ვუსურვებ წარამტებას და ბედნიერი ვიქნები თუ ის შეძლებს დაპირებების შესრულებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის იოტისოდენის გაკეთებასაც ვერ შეძლებს. გული დამწყდება თუ ისეთ მერს მივიღებთ, რომელიც პარალელს გაგვავლევინებს 8 თვის წინ არჩეულ პრეზიდენტთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავის 2“ეთერში ჩართვის დროს.
ნიკა მელიამ საუბრის დასასრულს აღნიშნა, რომ ყველანაირად ეცდება დედაქალაქის მაცხოვრებლების ინტერესები დაიცვას.
"მიუხედავად დამარცხებისა მე ანგარიშვალდებული ვარ მოსახლეობასთან ვიყო. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობა კარგად იყოს. მიუხედვად იმისა, რომ დაბალი მაჩვენელი იყო, ჩვენ დავაფიქსირეთ ის შედეგი, რომელიც პირველ ტურში დაფიქსირდა, მაშინ როცა სხვა კანდიდატებიც იყრიდნენ კენჭს, მე ვფიქრობ ნარმანიას დამოუკიდბელობის ხარისხი არის ნულს ქვემოთ, მაგრამ იმედს ვიტოვებ რა თქმა უნდა და არ მინდა მომდევნო 3 წელი თბილისი დაემგვანოს სასუნთქ აპარატზე შეერთებულ ქალაქს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






