უმრავლესობის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს. როგორც „ნიუპოსტს“ ქუცნაშვილმა განაცხადა, ამის თქმის საფუძველს უკვე დასაწყობებული ოქმები იძლევა.
„ჩემი ინფორმაციით, 21 საარჩევნო ოქიდან ყველგან გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. წინასწარი მონაცემები ამის თქმის საშუალებას იძლევა. ერთი თვის განმავლობაში, მესამე არჩევნები ჩატარდა მეორე ტურის სახით. ვფიქრობ, უარმა იოლ გამარჯვებაზე მყარი საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიის განვითარებას, რასაც ვულოცავ ქართველ ხალხს. ამ შემთვევაში მინდა გითხრათ, რომ დედაქალაქის გარდა, არსებულ ქალაქებში, საარჩევნო უბნების უმეტესობა დათვლილია. როგორც იცით, მეორე ტურში მხოლოდ ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას და ამიტომ საარჩევნო კომისისას მხოლოდ ერთი ბიულეტინის დათვლა უწევთ. შესაბამისად, ხმების დათვლამდე და ოქმებში მონაცემების შეტანამდე ხდება ბიულეტინების დასაწყობება, მიცემული ხმების მიხედვით. ყველგან სადაც დაასაწყობეს, ყველგან ლიდერობენ ჩვენი კანდიდატები. დარწმუნებული ვარ, ხმების დათვლის შემდეგ ოქმებში მონაცემების ასახვის შედეგად ჩვენი წინასწარი შედეგები გამართლდება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






