,,მთავარია ეხლა ხმების დათვლი პროცესი, ჩვენი წარმომადგნლები ყველგან არიან უბანზე და არ მისცემენ ხელისუფლებას მანიპულაციის საშუალებას. ხელისუფლებას ამის სურვილი ექნება და ეს გამოჩნდა წინასაარჩევნო პერიოდში, დაკავებული არიან კანდიდატები, ადგილი ჰქონდა ზეწოლას და კანდიდატების მოხსნას რეგისტრაციიდან, ეს მიზნად ისახავდა ჩვენი საარჩევნო შტაბების დემორალიზებას. რაც შეეხება მეორე ტურს, ხელისუფელბამ დააკავა გიგი უგულავა და ეს ხდება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. დღეს ძალიან ბევრ უბანთან იყვნენ მობილიზებული მოკრიმინალო ელემენტები, სადაც ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა, ჩვენ ამის დამდასტურებელ ფაქტებს წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განახადა გოკა გაბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მივიდა უბნებზე და მხარი დაუჭირა ,,ნაციონალურ მოძრაობას“.
გაბაშვილი ამბობს, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებამ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ხმები მოაკლოს, რასაც, გაბაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა ასევე პირველ ტურში.
,,ჩვენ ვნახეთ ბიულეტენების გაბათილება პირველ ტურში, ჩვენი ხმები იყო გადაწყობილი ქართული ოცნების ყუთებში, არის ბევრი საფრთხე იმისა, რომ რა ხმებიც ავიღეთ, მასაც დაერიონ, ჩვენი წარმომადგნელები აქტიურად დაიცავენ ხმებს. სურათი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის არადემოკრატიული, არასამართლიანია და უკანგადადგმული ნაბიჯი პირველ ტურთან შედაგრებით“, - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






