პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არჩევნების დღეს აფასებს და აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები საქართველოს ისტორიაში უკანგადადგმული ნაბიჯია.
„მე მინდა ყველა ამომრჩეველს ვინც მოვიდა არჩევნებზე ყველას მადლობა ვუთხრა, უბნები დაიხურა, მაგრამ ახლა ყველაზე მთავრი დათვლის პროცედურაა. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას, კანონის მიხედვით რეაგირების გარეშე არ დარჩება არც ერთი დარღვევა“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ ჩართვის დროს.
ბოკერიას წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არადემოკრატიული და მძიმე საარჩევნო პერიოდი იყო. მისივე თქმით, წინასაარჩვენო პერიოდი უფრო მძიმე იყო ვიდრე საარჩევნო დღე.
„ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიგი უგულავა ყოველგვარი საფუძველის გარეშე დააკავეს, პირველად ჩვენი ცხოვრების ისტორიში კანიდატები კამპანიას აწაროებდნენ ციხიდან“, - განაცხადა ბოკერიამ
ბოკერიას განცხადებით, არჩევნები 20:00 საათზე არ დასრულებულა და ახლა მთავარი ხმების დათვლის პროცესია.
მასალის გამოყენების პირობები






