პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნების მეორე ტურის შეაფასა. როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახი კალაძეს და ამომრჩეველს.
„კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას თვითმმართველობის არჩევნების გამართვა. ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ დავადასტურეთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებული ვართ ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვა დღეს, შემიძლია დაგარწმიუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დღევანდელი დღე წარმატებით ჩატარდა. მინდა ვაცნობო მოსახლეობას, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ვამკვიდრებთ სამართლიანი არჩვენების პრაქტიკას. ყველას მადლობა მინდა გადაუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ასევე იმ ხალხს, ვინც თავდაუზოგავად იშრომა, რომ საქართველოში გამჭირვალე არჩევნები ჩატარებულიყო. დარწნყებული ვართ, რომ მეორე ტურსაც ისეთივე შეფასება მოჰყვება საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, როგორიც პირველი ტურის შემთხვევაში იყო. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მეორე ტურში გაიმარჯვებს. იცოდეთ, რომ ამ გამარჯვებით ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, ყევლაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს. ხვალიდან გაომგარებული ენერგიით უნდა განვაგრძოთ შრომა და ამ განცდით და ამ შეგნებით ვუზრუნოთ ქვეყანაზე. მადლობა მინდა ვუთხრა, ასევე, ჩვენი კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელს კახი კალაძეს და შტაბის წევრებს. მინდა წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას წამყვანი ქვეყნების რიგში ჩავაყენებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






