"საქმე იმაშია, რომ ქუჩას ნომრები შეეცვალა. ჩემი ბინა, რომელიც იყო ცინცაძის N43-ში ახალი გადანომვრით N49 გამხდარა. ამჟამინდელ N43-ში კი გუბაზ სანიკიძე ცხოვრობს. 15 ივნისის არჩვენების შემდეგ ბუგაზ სანიკიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი საარჩევნო ბარათები მასთან მიიტანეს. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა. ვიფიქრე, ეს უბრალოდ შეცდომა იყო. მაშინ ხმა ჩვეულებრივად მივეცი. ამის შემდეგ ნახა გუბაზის ოჯახმა, რომ მე მათ ოჯახში ვიყავი ჩაწერილი და მიმართეს შესაბამის უწყებას, რომ აღნიშნული შეცდომა გაესწორებინათ. იქიდან ამომწერეს, მაგრამ ვერ მოესწრო, რომ რეგისტრაცია ახალ მისამართზე დროულად გამევლო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა ბახტრიონის 26-ში მდებარე მე-12 უბანზე ხმა ვერ მისცა. ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ სოზარ სუბარი რეგისტრაციიდან ბინის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






