ცესკო-ს პრესპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო: მოცემული დროისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 485,281-მა ამომრჩეველმა, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.29%-ია. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათისთვის უბნებზე გამოცხადდა 253,821 ამომრჩეველი, რაც თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 27.6%-ია. 15 ივნისის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა თბილისში შეადგენდა 29,3%-ს.
ცესკოს სპიკერმა მოსახლეობას განუმარტა, რომ მას შემდეგ რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება თვალი ადევნოს ამ პროცესს.
ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ უკვე საბოლოო, 20.00 საათის მონაცემებს, ცესკო 20.30 საათზე გამოაცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






