თბილისში არსებულ სხვადასხვა უბნებზე საარჩევნო სუბიერქტების წარმომადგენლები ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრელებს. საია-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლებელია წამრმოადგენდეს არაპირდაპირ გავლენას ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
„საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, გლდანის #57 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც უბანზე მისული ამომრჩევლების სახელებისა და გვარების აღრიცხვას ახდენდნენ. მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა აღნიშნული ადამიანები, მათ გადაინაცვლეს მოშორებით უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან. გლდანის N77, N78, N69 უბნებზე N100 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელი პირები ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავენ. აღნიშნული პირები უარს აცხადებენ ვინაობის გამხელაზე. თელავის N40, N47, N21 და N53 უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც ინიშნავდნენ უბნებზე მისულ მხარდამჭერთა რაოდენობას. აღნიშნული ფაქტები შესაძლებელია წარმოადგენდეს არაპირდაპირ გავლენას ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






