ნაძალადევის მე-10 უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს. მისი თქმით, სავარაუდოდ, დამკვირვებელს ტვინის შერყევა აქვს.
„ნაძალადევის მე-10 უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი საავადმყოფოშია გამოკვლევებზე გადაყვანილი. სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს, რადგან ხელი დაარტყა ქართული ოცნების წარმომადგენელმა. ალკოტესტით არავითარი ალკოჰოლი არ აღმოაჩნდა.
ამ წუთებშიც მე-10 უბნის გარეთ დიდი თავყრილობაა გაურკვეველი მისიით მისული ადამიანების, რომლებიც არ არიან ამომრჩევლები“, - წერს თაქთაქიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ნაძალადევის მე-10 უბნიდან დამკვირვებელი იმის გამო გამოაძევეს, რომ მან საარჩევნო უბანზე საეჭვო სიები აღმოაჩინა.
ექიმების განცხადებით, მას აქვს მიღებული ტვინის დაზიანება და მდგომარეობა საყურადღებოა.
მასალის გამოყენების პირობები






