„მრავალეროვანმა საქართველომ“ გორის საარჩევნო უბნებზე 22 ინციდენტი დააფიქსირა
პოლიტიკა - 17:00, 12 Jul, 2014     1511
გორში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა როგორც ცოტახნის წინ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სადამკვირებლო ორგანიზიაცია „მრავალეროვანი საქართველო“-ს მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გორში საარჩევნო უბნებზე ინციდენტის 22 შემთხვევა დაფიქსირდა, ორგანიზაციის წარმომადგენლი ერნა პოღოსოვი აცხადებს, რომ მათი დამკვირვებლების ჩარევის შედეგად დარღვევები აღმოიფხვრა. საერთო ჯამში კი მათი მხრიდან სულ სამი საჩივარი დაიწერა.

„22 ინციდენტია დაფიქსირებული გორის საარჩევნო უბნებზე. პირველი საჩივარი დაწერა ჩვენი ორგანიზაციის დამკვირებელმა გორის მე-16 უბანზე და გორის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე, უბანი გაიხსნა შვიდ საათზე ადრე. დამკვირებლის მითითების საფუძველზე კომისიის წევრებმა დატოვეს საარჩევნო უნაბი და შემდეგ 7 საათზე შევიდნენ უკან. წილისყრის დარღვევის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მეთექვსმეტე უბანზე სადაც კომისიის წევრებმა თვითნებურად გადაინაწილეს ფუნქციები, დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე კი წილისყრა ჩატარდა თავიდან. გორის მეთექვსმეტე უბანზე ასევე წილისყრის ჩატარებამდე კომისიის წევრებმა დაურიგეს ამომრჩეველთა სიები, მარკირების სითხეები და სხვა ინვენტარი კომისიის წევრებ და ეს უბანი მოწყობილი იყო შვიდი საათისთვის რაც კანონდარღვევაა. გორის 21 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში სპეციალური სიის გრაფაში ამომრჩეველთა რაოდენობა არ იყო აღნიშნული იმ მოტივით რომ, შესაძლოა რაოდენობა გაიზარდოს ირგანიზაციის დამკვირვებლის მითითების შემდეფ რათქმაუნდა ხარვეზი აღმოფხვრილია“, - აცხადებს ერნა პოღოსოვი.

გორის N-32 ოლქში სულ 15 243 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საარჩევნო უბნებზე არჩევნების პირველ ტურთან შედარებით ამომრჩევეთა მეტი აქტიურობა შეინიშნება. გორის და გორის რაიონებში ამომრჩევლებს თვითმმართველობის მეორე ტურის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ირაკლი ოქრუაშვილი ქართული პარტიის“ მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შირის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

გორის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ჯირკველიშვილი ხოლო „ქართული პარტიიდან“ კახაბერ ერგემლიძე იყრის კენჭს. რაიონის გამგებლობისთვის კი „ქართული ოცნებიდან“ დავით ონიაშვილი, ბონდო ვათიაშვილი კი „ქართული პარტიიდან“ იბრძვის. თითვეული მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

გიორგი ახალკაცი, გორი, "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42