,,ქართული ოცნება“ ცდილობს ხმების დათვლისას უბანზე ნაკლები დამკვირვებელი იყოს - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 16:12, 12 Jul, 2014     1041

„ქართულ ოცნებას“ დეზინფორმაციის გავრცელებით სურს გადაფაროს ის ძალადობრივი ფონი, რომელსაც ის მიმართავდა და ეხლაც მიმართავს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გიოგი გეგეჭკორის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების სტრატეგიაა, რომ უბნებზე ხმების დათვლის მომენტში რაც შეიძლება ნაკლები დამკვირვებელი იყოს. მისივე თქმით, ხელისუფლება ამის განსახორციელებლად პოლიციას იყენებს.

„მათი ტაქტიკაა, რომ ხელი შეუშალონ დამკვირვებლებს, რომ მშვიდ გარემოში დააკვირდნენ არჩევნებს. ამისათვის მათ მობილიზებული ჰყავთ პოლიციაც. მათ არ დაუკავებიათ არც ერთი ადამიანი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს დამკვირვებლებს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებიც და პოლიციაც საკმაოდ კოორდინირებულად მოქმედებენ და ხელისუფლების სტრატეგიაა, რომ უბნებზე ხმების დათვლის მომენტისთვის რაც შეიძლება ნაკლები დამკვირვებელი იყოს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეს არის მათი ჩვეულებრივი დაკვეთა, რომ გაავრცელონ ტყუილი და დეზინფორმაცია. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით, „ქართულ ოცნებას“ სურს გადაფაროს ის ძალადობრივი ფონი, რასაც ის მიმართავდა დღემდე და რასაც დღესაც აგრძელებს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები არეულობების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42