„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით რუსთავში #79 საარჩევნო უბანთან მომხდარი ინციდენტის გამო „თავისუფალი ზონის“ წევრები უკანონოდ დააკავეს:
,,პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები კამერით აფიქსირებდნენ საარჩევნო უბანთან თავმოყრილ მოძველბიჭო ელემენტებს, რომლებიც ძალიან მრავლად იყვნენ. თავადაც დაადასტურეს, რომ გააპროტესტეს გადაღება. ჟურნალისტს აქვს უფლება უბნის წინ მიმდინარე მოვლენები გადაიღოს, სწორედ ამის გამო დაიწყო იქ ჩხუბი, კამერის დამტვრევა, ხელების ამოტრიალება. მე მინდა მივმართო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აუცილებლად გამოხატონ თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით
ჩემი განცხადების მეორე ნაწილი ეხება პოლიციას, რომელიც ამაზრზენად მოქმედებდა, იქ იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სუს-ის ძალიან მაღალი ჩინის წარმომადგენლები, არ მოერიდნენ ჩემს იქ ყოფნას და პირდაპირ ეუბნებოდნენ "ოცნების" აქტივისტებს, სცემეთ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, ხომ იცით არ დაგაკავებთო. იმის ნაცვლად, რომ მათ დაეცვათ წესრიგი, პირიქით ახდენდნენ კონფლიქტის წახალისებას და სიტუაციის ესკალაციას. მე მინდა შევახსენო შს მინისტრს, რომ მისი მოვალეობაა დაიცვას წესრიგი და უზრუნველყოს ხმის მიცემა მშვიდ გარემოში," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






