ომალოს N24-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუპირისპირდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მარი ხოსიაშვილის განცხადებით, თავმჯდომარის გაღიზიანება მისმა განცხადებამ გამოიწვია.
ხოსიაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრიანი მაისურით, რამდენიმე ადამიანის შევიდა, რაც მან გააპროტესტა, თუმცა კომისიის თავმჯდომარეს იგივე ქმედება არ განუხორციელებია და სწორედ ამ განცხადებამ გააღიზიანა ნარგიზ იმედაშვილი.
დაპირისპირების დროს კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გადაღება აუკრძალა და უბნის დატოვება მოსთხოვა, მოგვიანებით კი იმედაშვილმა საარჩევნო უბანზე 41 ნომრიანი მაისურებით მოქალაქეების შესვლის ფაქტი უარყო.
კომისიის თავმჯდომარის განცხადება კომისიის სხვა წევრებმაც დაადასტურეს. ერთადერთი, ვინც უკანონო აგიტაციის ფაქტი ნაწილობრივ დაადასტურა ერთ-ერთი დამკვირვებელი, მათე ქავთარაშვილია, რომელმაც ადგილზე მისვლისას საარჩევნო უბნის გარეთ, “ქართული ოცნების” მაისურში გამოწყობილი მხოლოდ ერთი ადამიანი დააფიქსირა. აღნიშნულ ფაქტზე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა.
მასალის გამოყენების პირობები






