"ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი დააკავეს
პოლიტიკა - 15:56, 12 Jul, 2014     2307

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე პოლიციელების მხრიდან „მიკერძოებულ დაკავებას აქვს ადგილი“. მისი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ ბადაგიძე უსაფუძვლოდ დააკავეს. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ აქტივისტების ძალადობის მიუხედავად, ისინი დაუსჯელები რჩებიან.

"კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა ქართულს საზოგადოებას, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული კანდიდატის, დავით ნარმანიას, თბილისში გაყვანას ძალადობრივი მეთოდებით აპირებს. წინა არჩევნებზე ძალადობის უპრეცედენტო ტალღა ვიხილეთ და ეს ტალღა დღესაც გრძელდება და ამას თან ახლავს პოლიციის მხრიდან მიკერძოებულად, მხოლოდ ჩვენი წარმომადგენლების დაკავება. მოძალადე „ქართული ოცნების“ აქტივისტები კი დაუსჯელნი რჩებიან. ამ წუთებში მაცნობეს, რომ კრწანისში სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ ბადაგიძე. „ქართული ოცნების“ არც ერთი აქტივისტი, რომელმაც რომლებმაც შეტევა მიიტანეს კამერით აღჭურვილ დამკვირვებლებზე, დაკავებული არ არიან. შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ხელისუფლება და პირადად ღარიბაშვილი პოლიციის დახმარებით, ხელების გადაგრეხვით, აპირებს დაასრულოს არჩევნები. ძნელია ეს არჩევნები შეფასდეს დემოკრატიულად“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42