„ნაციონალური მოძრაობა“ კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი გეგეჭკორმა „ნაცმოძრაობა“ არეულობების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ყველა დარღვევას დამკვირვებლები ვიდეო-კამერით აფიქსირებენ, თუმცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები დამკვირვებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
„გამოვლინდა მკაფიოდ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დავალებული აქვთ, რომ როგორც კი დაინახავენ ვიდეო-კამერით აღჭურვილ დამკვირვებელს, რომელიც იღებს თუ რა ხდება უბანზე, მათზე მიიტანონ შეტევა. ამ დროს პოლიცია ახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ ან დამოუკიდებელი დამკვირვებლების გადაყვანას პოლიციის განყოფილებაში, რის გამოც უბნები დაუცველი ხდება. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამის გამო დაფიქსირდეს უამრავი დარღვევა. მოვუწოდებთ ყველას, რომ აღიკვეთოს ხელისუფლების და პოლიციის მხირდან მსგავსი ძალადობა.
მასალის გამოყენების პირობები






