თბილისში, ნაძალადევის მე-10 უბნიდან დამკვირვებელი გამოაძევეს. ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დამკვირვებლის გამოძევება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მან საეჭვო სიები აღმოაჩინა.
„ამ ადამიანებმა ნაძალადევის მე-10 უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი, რადგან მან აღმოაჩინა საეჭვო სიები და ქალბატონი, რომელიც ამბობდა, ფული მაქვს თავი დამანებეთო. ერთ-ერთმა მათგანმა ხელიც დაარტყა, კამერა წაართვეს.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინც ნაძალადევში 20 კაცს მიიყვანს პირდებიან 100 ლარს.
ეს დამკვირვებელი გადაიყვანეს პოლიციაში, რადგან ამ ქალბატონებმა დააბრალეს, რომ ნასვამი იყო. ალკოტესტის მიხედვით აღმოაჩნდა 0,000% ალკოჰოლი.
შედეგი, 2 საათია დამკვირვებელი ჩამოაშორეს უბანს, ამ ქალბატონებზე საჩივარი კი კომისიამ არ ჩაიბარა“, - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






