12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 15.09 % - ია
პოლიტიკა - 14:16, 12 Jul, 2014     1163

ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას 12:00 სთ-ის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის აქტივობა გააცნო. აღნიშნული დროისთვის არჩევნებში 258, 789-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15.09 % - ია. თბილისში 12:00 სთ-ისთვის კენჭისყრაში სულ 135, 107 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა (14,7%).

ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით იხილეთ ბმულზე.

როგორც ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი - 2 51 00 51 და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). მან მოუწოდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდონ საარჩევნო ადმინისტრაციას.

ცესკოს სპიკერმა ასევე შეახსენა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება საარჩევნო აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ ცესკო მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ. ამომრჩეველთა აქტივობაზე განახლებულ ინფორმაციას ცესკო 15:30 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე წარმოადგენს.

“საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კენჭისყრის პროცესში,” - განაცხადა ეკატერინე აზარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42