პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ფალიაშვილის ქუჩაზე N11-ე სააღჩევნო უბანზე ღარიბაშილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან ხმა მისცა ხალხის მშვიდობას და სტაბილურობას.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ მოწოდებული ავაშენოთ რეალური დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველგან ვლიდერობთ და ყველგან გავიმარჯვეთ. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს, ეს არის მთავარი ჩვენი ქვეყნის მომავალი გამარჯვებისთვის. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და ხალხის განვითარებას, ხალხის მშვიდობას და სტაბილურობას. რაც მთავარია, მე მივეცი ხმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამუდამოდ დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახემწიფოებრივი ქმედება“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






