„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხმა მისცა კანდიდატს, რომელსაც კარგად ესმის თბილისის პრობლემები და იცის ამ პრობლემების მოგვარების გზები.
„ხმა მივეცით ადამიანს, რომელსაც კარგად ესმის თბილისის პრობლემები, რომელსაც აქვს ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა დაძლიოს ეს პრობლემები. მას აქვს უნარი მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ავამუშაოთ ეს ქალაქი და წინ წავიწიოთ. ამავე დროს, ხმა მივეცი ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მონების წინააღმდეგ, რომ ამ გუნდმა და ივანიშვილმა მიიღონს სიგნალი, რომ პოლიტკური დევნის და პრემიების დარიგების ნაცვლად, ხალხმა ისინი აირჩია იმისთვის, რომ ებრძოლათ რეალურ პრობლემებთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






