ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება. ბენდუქიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზეც ისაუბრა:
„იმ ადამიანს, რომელზეც ეკონომიკურ დანაშაულებზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, მას ხელბორკილებს ადებენ ისე, როგორც გამაუპატიურებელს ან მკვლელს, ეს სასაცილოდ გამოიყურება, ამის გაკეთება ყველა შემთხვევაში არის სასაცილო. წინასწარი პატიმრობის ასეთი ჭარბი გამოყენება საქმეს არ შევლის.
მე არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ. ბოკერიას მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ თუ ბოკერია დაიჭირეს ეს იქნება ძალიან სასაცილო, ეს არის უმსგავსობა, არანაკლები უმსგავსობაა ჩვენი საქმეც, სადაც დამნაშავეც კი არ არსებობს და გამოძიება ცდილობს რამე მაინც იპოვოს. ეს არ ადგება ჩვენს სახელმწოფოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში ჩვენ ამას გადავლახავთ“, - განაცხადა კახა ბენდუქიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






