კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ზვიად ძიძიგური მოსახლეობას ხვალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ძიძიგურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა:
„მსურს ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, საქართველოში არასდროს არ მომხდარა ის, რომ 21 ოლქში გამართულიყო მეორე ტური, თითქოს ბევრმა არ იცის, რომ ხვალ არჩევნებია, ამიტომ ყველას მსურს მოვუწოდო, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში“, - განაცხადა ძიძიგურმა.
დეპუტატმა ასევე გიგი უგულავას საქმეზეც გააკეთა კომენტარაი და აღნინაში, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ყოველივეს გარკვევას შეძლებს:
„მე გადავამოწმე ბევრი მიმართულებიდან, ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგი უგულავა აპირებდა ქვეყნის დატოვებას და უკან დაბრუნებას არ გეგმავდა, ამიტომ მიიღეს ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მოცემულობა ისეთია როგორიც არის, დამოუკიდებელი სასამართლო კი ყოველივეს გადაწყვეტს“, - აღნიშნა ძიძიგურმა.
მასალის გამოყენების პირობები






