ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ჩემპიონი რეგიონში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
"ეს არის საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირის წევრობის კონტექსტში, საქართველოსთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ნაბიჯების გადადგმის მტკიცე ნება. საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მთავრობის როლი და საერთაშორისო თანმეგობრობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ყველა გამომსვლელი საუბრობდა იმ რეგიონული გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მიღწვევებზე და ზოგადად საქართველოს მიღწევებზე. საქართველო აღიარებულია როგორც ჩემპიონი რეგიონში რეფორმების განხორციელების თავლსაზრისით", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






