„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება უკანონო პრემიების გაცემას კვლავ განაგრძობს:
"2014 წლის 20 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2013 წლის 23 დეკემბრის #34 დადგენილებაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში შესახებ. ამ ცვლილებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი: "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 55 857 ლარი ამოიღო საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის მუხლიდან. კერძოდ, გეგუთის საბავშვო ბაღი - 11 865 ლარი, ახალი საყულიის საბავშვო ბაღი 6 992 და 9 აპრილის 1-ელი შესახვევის #2-ში ბაღი - 37 000 ლარი. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა (22 680 ლარი) და საკრებულოს (18 500 ლარი) მომუშავეთა ანაზღაურებასა და პრემიებში", _ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






