თამარ ჟავანია არჩევნებში მონაწილე მხარეებს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 18:30, 11 Jul, 2014     1375
,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას:

ხვალ 12 ივლისს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამორმჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ 8 თვითმმართველი ქალაქის მერი და 13 მუნიციპალიტეტის გამგებელი. მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია მეორე ტურის ჩასატარებლად.

ხვალ, დილის 8:00 სთ-იდან კენჭისყრისთვის 1,525 საარჩევნო უბანი გაიხსნება. თითოეული ამომრჩეველი მიიღებს ერთ საარჩევნო ბიულეტენს (მერის ან გამგებლის). ყველა საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა საარჩევნო ბიულეტენები,ოქმები და ყველა სხვა საჭირო მასალა. საარჩევნო კომისიის წევრებს გავლილი აქვთ საარჩევნო ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

კენჭისყრის პროცესს დააკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი, საერთაშორისოდა მედია ორგანიზაციები, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ მათ მეორე ტურისთვის გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 8:00 სთ-ზე დასრულდება.მას შემდეგ, რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება თვალი ადევნოს ამ პროცესს.

არჩევნების დღეს, დილის ცხრის ნახევარზე ცესკო გამართავს პირველ საინფორმაციო ბრიფინგს და დღის განმავლობაში რეგულარულად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

მინდა შევახსენო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრისდღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 12 ივლისს ასევე აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. აქვე, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე კანონით იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ბოლოს, მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში და მივმართო ყველა ჩართულ მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

გისურვებთ წარმატებულ არჩევნებს!", - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42