როგორც ,,ნიუპოსტს“ სამინისტროდან აცნობეს, არჩევნების დღეს პენიტენციურ სისტემაში შესვლისა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ექნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიასაშუალებას და დამკვირვებელებს.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აუდიო-ვიდეო და ფოტოგადაღების განხორციელების უფლება მხოლოდ საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ექნებათ. აღნიშნული გადაღება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მსჯავრდებულის ან ბრალდებულის გადაღება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ მისი თანხმობითაა შესაძლებელი.
ხმის მიცემის უფლების მქონეა 608 მსჯავრდებული და ბრალდებული. საარჩევნო უფლებით სარგებლობს მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის 5 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.
უწყების განცხადებით, მედია სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოწვეულია 13:00 საათზე. სასჯელაღსრულების სამინისტრო, მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავს, 20:00 საათამდე მიაწოდონ იმ ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მონაცემები, რომლებიც მეორე ტურის გასაშუქებლად დაწესებულებაში მივლენ.
მასალის გამოყენების პირობები






