საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ისრაელში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მინისტრის შეფასებით საქართველო შეშფოთებულია არსებული დაპირისპირებისას სამოქალაქო პირების, განსაკუთრებით კი ბავშვების დაღუპვის გამო. საქართველო მოუწოდებს კონფლიქტში ცართულ ყველა მხარეს მოლაპარაკების გზით შესაძლებელი გახდეს ცეცხლის შეწყვეტა. მინისტრის განცხადებით ისრაელში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში მიმართონ საქართველოს წარმომადგენლობას.
"შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს რაც ხდება ღაზას სექტორში და ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები დაზარალებულები არ არიან. მათთვის გახსნილია ცხელი ხაზი, საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია და ინსტრუქცია თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ყველას ვთხოვ, გაეცნონ ინსტრუქციას და ჰქონდეთ კავშირი საქართველოს საელჩოსთან. ის რაც ხდება ღაზას სექტორში, შემაშფოთებელია, მითუმეტეს როდესაც სამოქალაქო პირები იღუპებიან. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, რომ დიალოგისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრან კონფლიქტი", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






