„საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ისტორიული ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ სავალი გზის დასასრულს მიაღწია“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში საქართველომ თანმიმდევრული ზომები უნდა მიიღოს.
"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ქართული ბაზარი შევა საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც ამ პროცესში უნდა განხორციელდეს, მათ შორის ზოგიერთი საკითხი - მომავალი წლის ბოლომდე, ზოგი - შედარებით გვიან. ეს ეტაპობრივი პროცესია, მაგრამ საქართველო მთავარ სარგებელს დაუყოვნებლივ მიიღებს. არ ვგულისხმობ, რომ ქართულ ბიზნესს საუზმეს საწოლში მიართმევენ, თუმცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გზით, საქართველო აღიჭურვება ძალიან თანამედროვე ინსტრუმენტებით", - განაცხადა დიმიტროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






