ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:19, 11 Jul, 2014     10844

ისრაელში შექმნილი ვითარების გამო, ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისრაელში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი.

საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს წარმომადგენლობას ცხელი ხაზის ნომერზე +972-526919092. ასევე ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური რეგიონების ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში გახსნილია საზოგადოებრივი თავშესაფარი. სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშესაფარის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. საქართველოს საელჩო ისრაელში საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ისრაელის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ ინსტრუქციებს. მასში მოყვანილია ის ძირითად პრინციპები, რომლებიც მოქალაქეების მიერ უნდა იყოს დაცული სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადების შემთხვევაში: 1) განგაში გაისმა მაშინ, როცა იმყოფებით შენობაში: თავი შეაფარეთ სახლში არსებულ სპეციალურად დაცულ ოთახს. თუ ასეთი ოთახი არ არსებობს, მაშინ უნდა მიაკითხოთ სახლთან არსებულ უახლოეს საზოგადოებრივ თავშესაფარს. საზოგადოებრივი თავშესაფარი ისრაელის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობს; 2) იმყოფებით შენობის გარეთ: შეგიძლიათ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობაში არსებულ თავშესაფარს. თუ იმყოფებით მანქანაში და გაიგეთ სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაში, უნდა შეაჩეროთ მანქანა, გადააყენოთ გზის სავალი ნაწილიდან, გადმოხვიდეთ და მიაკითხოთ უახლოეს თავშესაფარს (საზოგადოებრივს ან შენობაში არსებულს). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, დაწექით მიწაზე მანქანიდან მოშორებით და თავი დაიფარეთ ხელებით. დაცული ტერიტორიის დატოვება შესაძლებელია განგაშიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ისრაელის ზურგის სამსახურის ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.oref.org.il ან აღნიშნულ ორგანიზაციას დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 104.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42