საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეფორმები რაც შეიძლება ხარისხიანად ჩაატაროს.
ამის შესახებ პრემიერმა კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,
“ჩვენ ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ რაც შეიძლება მალე მივუახლოვდეთ ევროპას. ჩვენ ბევრ სხვადასახვა სფეროში შთამბეჭდავი შედეგები უკვე გვაქვს, მაგალითად, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ. ეს კარგად იყო წარმოჩენილი არჩევნებზე. ჩვენ ვქმნით ჩვენი სახელმწიფოს ისტორიას, ვქმნით არჩევნების ახალ ისტორიას“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყო ძალიან დემოკრატიული.
„ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სიტყვისა და მედიის თავისუფლებას და ასევე ძალიან ბევრ უფლებასა და თავისუფლებას, რასაც მოკლებული იყო სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოსადმი ნდობა ისევ ჩნდება და მას ხალხის პატივისცემა უბრუნდება. ეს საჭიაროა იმისთვის, რომ ჩვენ ავაგოთ აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა. სამართლის უზენაესობა უნდა უზრუნველვყოთ სახელმწიფოში. მინდა გადარწმუნოთ, რომ კანონის წინაშე ყველა იქნება თანაბარი”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






