"ევროკავშირი გაზრდის მშვიდობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას" - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 10:47, 11 Jul, 2014     1517

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირი მთავარ როლს თამაშობს.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მხარდამჭერ პოლიტიკურ განცხადებებში, ჟენევის მოლაპარაკებებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების მხარდაჭერაში აისახება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში, "საქართველოს ევროპული გზის" მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, ევროკავშირი მხარს დაგვიჭერს რეფორმების გატარებაში. ამ კონტექსტში ჩვენ ვაფასებთ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პრინციპს - "მეტი მეტისათვის" და მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გეგმას, რომ მომდევნო წლებში უფრო აქტიურად გამოიყენოს დიფერენცირების ეს მეთოდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ევროინტეგრაციის ყველაზე მომხიბვლელ მოკლევადიან შედეგად, რომელიც საზოგადოების მოლოდინს გაამართლებს და სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს.

"საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებმა, უკვე გააკეთეს ისტორიული არჩევანი და აირჩიეს ევროინტეგრაციის გზა. ამ ქვეყნების ცალსახა არჩევანის აღიარებით და მათთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, რამდენად შორეულიც არ უნდა იყოს ის, ევროკავშირი წარმოუდგენლად გაზრდის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროკავშირში ამ მიდგომის მხარდამჭერთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ჩვენ გვჯერა, რომ სულ მალე ყველა ევროპელი პარტნიორი აღიარებს, რომ ეს მხარდაჭერა იყო ბრძნული გადაწყვეტილება", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42