"ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა არ განიხილებოდეს გრძელვადიან ჭრილში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა "საქართველოს ევროპული გზის" მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება კომისიის გადაწყვეტილებაში და საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად გადავა.
"ყველა წინაპირობა არსებობს იმისთ, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა არ განიხილებოდეს გრძელვადიან ჭრილში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი პასპორტები მომხიბვლელი გახდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის - ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






