პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თაბუკაშვილის ქუჩაზე იმ საცხოვრებელი სახლის შესახებ ისაუბრა, რომლის დანგრევაც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა.
ამის შესახებ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.
„სამწუხაროდ ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, ეს იყო ერთ-ერთი დიდი შეცდომა და მე ამის შესახებ გიგი უგულავასთან პრივატულად მისაუბრია და ზუსტად ვიცი, რომ ის ამას ძალიან ნანობდა. რა თქმა უნდა ეს იყო შეცდომა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ფორმა იყო მიუღებელი, რა ფორმითაც ეს ხალხი იქნა გამოსახლებული, თორემ სხვაგვარად იქ მაცხოვრებელი ხალხი დღეს ცხოვრობს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის უკან, ახალ აშენებულ შენობაში. ფორმა რა ფორმითაც მათ მოექცნენ იყო მიუღებელი და მე ზუსტად ვიცი, რომ გიგი უგულავა ამას ნამდვილად ნანობს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






