სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ განცხადებით პასუხობს
პოლიტიკა - 22:04, 10 Jul, 2014     1589
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ,,ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, დღეს ,,შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში“ დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილე კანდიდატები, მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში“ დაფინანსებული საწარმოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ყვარელსა და რუსთავში„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ მითითებულ მისამართებზე რეგისტრირებული არიან „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით“ მოსარგებლე პირები - ზაქარია აბულაშვილი (რუსთავი) და ლევან ფარესაშვილი (ყვარელი). აღნიშნულმა პირებმა მიიღეს სესხი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში არა ახალი საწარმოს დასაფუძნებლად, არამედ არსებული მცირე მეურნეობების მოწყობის, და გაფართოების მიზნით. აღნიშნული სახის სესხი პროექტის ფარგლებში 13 ათასამდე პირმა მიიღო.

მთავრობის ინიციატივით შემუშავებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მთავარ მიზანს გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეებისათვის იაფ ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

დღეის მონაცემებით, მთლიანობაში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში 18.000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე სესხის სახით გაცემულია 400 მლნ-მდე ლარი. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემულია სესხები არა მხოლოდ ახალი საწარმოების დაფინანსებისთვის, არამედ მცირე ფერმერული მეურნეობების მხარდასაჭერად. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საჯარო გახადა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს ჩამონათავალი, ასევე საჯაროა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში 570-ზე მეტი მსესხებლის შესახებ, რომლებმაც შეღავათიანი კრედიტით უკვე არსებული საწარმოების გაფართოება-გადაიარაღება მოახდინეს.

და ბოლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42