„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ მეორე ტურში არცერთ კანდიდატას არ უჭერს მხარს
პოლიტიკა - 21:55, 10 Jul, 2014     613
„თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ მეორე ტურში მხარს არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს არ უჭერს, - ამის შესახებ კახა კუკავას და ფირია ჩიხრაძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის რეალური და სისტემური სხვაობა აღარ არსებობს.

„ქართულმა ოცნებამ“ სრულად შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი არადემოკრატიული და უსამართლო საარჩევნო სისტემა და ხმების მოპარვის და გაყალბების მექანიზმები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. არც ხელისუფლებამ და არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყურად არ იღო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება დაფიქსირებული საეჭვო გარემოებების გამო მთელი რიგი უბნების ხელახლა გადავთლის თაობაზე.

რეალურად, ეს არჩევნები წარმოადგენს კორუფციულ ჯგუფებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებას.

ეს ვითარება არ გვიქმნის არანაირ მოტივაციას მეორე ტურში რომელიმე პოლიტიკური ძალის კანდიდატის სასარგებლოდ მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენი ბლოკი არ აპირებს ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42