ქართული დელეგაცია ჟენევაში
პოლიტიკა - 19:21, 10 Jul, 2014     1602
2014 წელს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის მე-40 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში პაქტის შესრულების შესახებ მეოთხე პერიოდულ ანგარიშს წარადგენს.
ანგარიშის განხილვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის 111-ე სესიაზე დღეს იწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ანგარიშს წარმოადგენს საქართველოს დელეგაცია, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.
დელეგაცია დაკომპლექტებულია საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ პერიოდული ანგარიშის მომზადებაში და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

ანგარიშის განხილვაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პარლამენტარი თინათინ ხიდაშელი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის საერთაშორისო პაქტი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე ზოგადი საერთაშორისო კონვენციაა, რომლის მაღალ დონეზე შესრულებაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ჯეროვან დაცვაზე მიუთითებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42