უჩა ნანუაშვილი თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს მიესალმება
პოლიტიკა - 18:29, 10 Jul, 2014     610
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოში საკონსტიტუციო და იურიდიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის მიერ მომზადებულ დასკვნითი რეკომენდაციების გამოქვეყნებას მიესალმება.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რეკომენდაციები შეეხება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა.
მათივე განცხადებით, რეკომენდაციები შეეხება ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განუხრელ შესრულებას და მონიტორინგს, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდას, ინდივიდუალურ მოსამართლეთა როლის გაძლიერებას, სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, პროკურატურის სისტემაში პროფესიონალიზმის გაზრდას, საჩივრების განხილვის დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმის შექმნას, წინა წლებში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიებას, მათ შორის, დაზარალებულთა კომპენსაციას, ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანიის წამოწყებას, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერებას, შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის ინსპექციის შექმნას და სხვა.
მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული საკითხები შესულია საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში და სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებისადმი არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
სახალხო დამცველის განმარტებით, ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის მოღვაწეობა საქართველოში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. მისი ანგარიში საქართველო გარდამავალ პერიოდში, ისევე როგორც დასკვნითი რეკომენდაციები უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოსათვის სახელმძღვანელო დოკუმენტი.
ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულება დღის წესრიგში საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი საკითხი იქნება, რაც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებას ქვეყანაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42