ირაკლი ალასანია გენერალ პოლ სელვას შეხვდა
თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო სარდლობის მეთაურ გენერალ პოლ სელვას შეხვდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების გაყვანის კონტექსტში საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხი იყო.
მხარეებმა საქართველოს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, აშშ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ყურადღება გამახვილდა ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში.
"დღეს, თავდაცვის სამინისტროს სტუმრობს გენერალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარია. აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა დღითიდღე ძლიერდება. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და ჩვენთან ერთად ზრუნავს, როგორ გახდეს ჩვენი რეგიონი უფრო უსაფრთხო. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც სწორედ იმ ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომლითაც ავღანეთსა და ნებისმიერ სხვა რეგიონში ნატო-ს ძალების უზრუნველყოფა ხდება. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ავღანეთზე არ ვისაუბრეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების მომავალზე ამ კუთხით და საქართველოს აქვს ყველაზე გამოკვეთილი გეოსტრატეგიული მდგომარეობა და ფასი. სწორედ ეს იყო ძირითადად ჩვენი დღევანდელი განხილვების მიზანი. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ პრეზიდენტ ობამას ინიციატივაზე, რომ მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების კუთხით აღმოსავლეთ ევროპას. საქართველო, ბუნებრივია, ამ ახალი ინიციატივის ნაწილი იქნება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გენერალმა პოლ სელვამ ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისა და "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში სამომავლო მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი.
"მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს და მის თანამშრომლებს კონსტრუქციული შეხვედრების ორგანიზებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო ბოლო შეხვედრა, სადაც დეტალურად განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ნდობაზე დამყარებული და ხანგრძლივი სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო ოპერაციებით არ შემოიფარგლება. ასევე, ვიმსჯელეთ რეგიონში უსაფრთხოების შესახებ და როგორ უნდა გამოიყენოს ამერიკამ, ნატო-მ და ევროპამ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, თუ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეექმნება", - განაცხადა გენერალმა.
აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებულ შეხვედრას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა