"ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის"
პოლიტიკა - 16:49, 10 Jul, 2014     1598

"მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის და ეს პროექტი ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს",-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროექტს საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტიული უწოდა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად ეს გეგმა სრულიად რეალისტური გახდა. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და პორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა კვლევები და დაიდო კვალიფიციური დასკვნა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ანაკლიის პორტი იქნება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა და ევროპა-აზიას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდის გათვალისწინებით, დიდ სარგებელს მოუტანს ყველას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს დიდი ზომის - ე.წ. პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები. პორტი შეძლებს 100 მილიონ ტონამდე შერეული ტვირთის გადამუშავებას. ეს მართლაც დიდი მასშტაბებია და უდავოდ იძლევა იმის საფუძველს, რომ ანაკლია გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკვანძო ადგილი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბუნებრივი ლოგისტიკური კვანძი,"-განმარტა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი; განვითარდება ლოგისტიკის ბიზნესი, რაც გულისხმობს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ტვირთების გადაზიდვას სხვა ქვეყნებში, არამედ ასეთი ტვირთების საქართველოშივე გადამუშავებასა და მათთვის დამატებითი ღირებულების მინიჭებას; შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42