საარჩევნო ფასდაკლების გამოცხადების ინიციატივას ცესკო უარყოფს
პოლიტიკა - 16:18, 10 Jul, 2014     2399

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ეკა აზარაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო ფასდაკლების გამოცხადების ინიციატივა ცესკოდან წამოვიდა, კატეგორიულად უარყოფს.

„მე დღეს პირველად ვნახე ეს კლიპი და საერთოდ არ ვიცი ცესკოდან როგორ უნდა წასულიყო ეს ინფორმაცია. ამას აუცილებლად გავარკვევ. მე გეტყით, რომ ცესკო აღნიშნულს უარყოფს, რადგან მე არ ვფლობ მსგავს ინფორმაციას“,- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში ეკა აზრაშვილმა.

„მაკდონალდსი საქართველოს“ დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საარჩევნო ფასდაკლების გამოცხადების ინიციატივა ცესკოდან წამოვიდა.

როგორც „მაკდონალდსის“ დირექტორი ამბობს, ეს კომპანიისთვის წმინდა სოციალური პროექტია, ისეთი, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დასაქმება.

"ნებისმიერმა ნორმალურმა კომპანიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ისეთ აქციაში, რომელიც საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით ტარდება", -განაცხადა კაპანაძემ „კომერსანტთან“ საუბარში.

როგორც ცნობილია, 12 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.

კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იან ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იან ფასდაკლებას "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას "გალფსა" და "ვისოლში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42