არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი“ ხელისუფლების მხარდაჭერის სახელით აპელირებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა.
„ეს ორგანიზაცია ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ბუნდოვან საქმიანობას ეწევა, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და კოალიცია „ქართული ოცნება“ პატივს სცემს კონსტიტუციას, მათ შორის მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდნენ ამათუ იმ ორგანიზაციაში კანონის ფარგლებში, მაგრამ აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ჩვენი მხარდამჭერების ოფიციალური გაერთიანება გახლავთ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ჩვენს პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ორგანიზაციასთან“, - განაცხადა გეგეჭკორმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი“ დაახლოებით 2 თვის წინ დაფუძნდა. ორგანიზაცია 100-მდე მხარდამჭერს აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები






