ექსპერტი კახი კახიშვილი ეჭვობს, რომ ნიკა მელიას და დავით ნარმანიას გუშინდელი დებატები არჩევნების მეორე ტურზე გავლენას იქონიებს. მისი თქმით, გუშინდელი დებატებით ნიკა მელიას რეიტინგი არ გაიზრდება.
„არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიასა და კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ნარმანიას შორის ხმების სხვაობა 60 000 იყო. ვეჭვობ, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატების გუშინდელი დებატები გავლენას იქონიებს მეორე ტურის შედეგებზე", - განაცხადა კახიშვილმა.
კახიშვილი მიიჩნევს, ნიკე მელიას შეტევითი და ცინიკური სტილი მისთვის მომგებიან არ იქნება.
„ნიკა მელია ხვალ ან ზეგ ინანებს, ასეთი სტილის დებატების წარმართვისათვის. ეს არ შეესაბამება იმ მოთხოვნას, რომელიც ხალხისაგან მოდის“, - განაცხადა კახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






